საკონსერვო და ხილის წარმოება „კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, პირველად 5 სახეობის ბიო წვენს გამოუშვებენ.
„პროექტის ღირებულება 1,5 მილიონი აშშ დოლარია. ვგეგმავთ 5-მდე სახეობის ვაშლის, ალუბლის, ქლიავის, ტყემლისა და ატმის ბიო წვენების წარმოებას “, - განაცხადა ვანო გოგლიძემ.
„კულას“ ბიო წვენები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაიყიდება.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც ვანო გოგლიძე ამბობს, „კულას“ პროდუქციის 70% უცხოეთში, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„მიმდინარე წელს ყველაზე მეტი პროდუქცია გერმანიის ბაზარზე გავყიდეთ. მზარდია გაყიდვები აშშ-ის, ისრაელისა და რუსეთის ბაზრებზე“,- ამბობს „კულას“ დამფუძნებელი.
ამ დროისთვის „კულას“ პროდუქცია 27 ქვეყანაში იყიდება.
უახლესი
10 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა