ზამთრის ტურისტულ სეზონის განმავლობაში საქართველო კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. როგორ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ისაუბრა, თებერვალში თეთნულდი და გუდაური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი იქნება. 22 თებერვლიდან 1 მარტის (ამინდის ფანჯარაში) პერიოდში სვანეთში, თეთნულდზე ჩატარდება ფრირაიდის მსოფლიო ტური, ხოლო 28 თებერვალსა და 1 მარტის პერიოდში კი გუდაური უმასპინძლებს მსოფლიო თასის ეტაპს სკი კროსის მიმართულებით, ხოლო 8-9 მარტს სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი.
უახლესი