Tesla-მ ევროკავშირის წინააღმდეგ, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გამო სარჩელი შეიტანა.. ამის შესახებ Financial Times-ი ევროსასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე მსგავსი სარჩელები წარადგინეს გერმანიის Bayerische Motoren Werke AG-მ და ჩინურმა ავტომწარმოებლებმა BYD Co., Geely Automobile Holdings Ltd-მა. და SAIC Motor Corp-მა.
2024 წელს ევროკავშირში გაყიდული ელექტრომობილების დაახლოებით მეხუთედი (დაახლოებით 300,000) აწყობილი იყო ჩინეთში.
ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე 35,3%-მდე ანტისუბსიდიური გადასახადები ევროკავშირმა გასული წლის ოქტომბერში პეკინის ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამოძიების შემდეგ, შიდა წარმოების გასაზრდელად შემოიღო.
Tesla-ს განაკვეთი 7.8%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ კომპანიამ მიიღო ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა ჩინეთის ხელისუფლებისგან.
ევროკომისიის წინააღმდეგ საქმე ევროპის გენერალურ სასამართლოში განიხილება, რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR). პროცესი შეიძლება დაახლოებით 18 თვე გაგრძელდეს.
უახლესი