წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებული აქტივობაა „კურორტ გოდერძიზე“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობდა.
მისი თქმით, ბოლო წლებში კურორტზე მოხვედრა შედარებით გამარტივდა და ამან ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
„წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებული აქტივობაა „კურორტ გოდერძიზე“. გარკვეული გამოწვევები, რაც აქამდე არსებობდა ინფრასტრუქტურის მხრივ, ეს გამოწვევები აღარ არის. გაუმჯობესებულია ეს ყველაფერი. შემცირებულია თბილისიდან ჯავახეთის გავლით კურორტამდე მისასვლელი დრო, ასევე ბათუმიდან ასვლაც საკმაოდ კომფორტულია. ამიტომ აქტივობა მაღალია. ხალხი მართლაც, რომ შეიმჩნევა და მოთხოვნაც დიდია. ბევრი გვეკითხება და დაინტერესება დიდია“, - აცხადებს ირაკლი ბურჭულაძე.
უახლესი
2 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი3 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა