დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან არველაძე: აბუ დაბიში გაფორმებულ მემორანდუმს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება

ლევან არველაძე: აბუ დაბიში გაფორმებულ მემორანდუმს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება

28-01-2025 17:34:00

აბუ დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან გაფორმებულ მემორანდუმს  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“, -  განცხადებაამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

გაფორმებული მემორანდუმი  უპრეცედენტო, ექვს მილიარდი დოლარის, ინვესტირებასითვალისწინებს.  ამ ინვესტიციით მნიშვნელოვანი პროექტები  თბილისში, ბათუმსა და გონიოშიგანხორციელდება. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოურიინვესტიცია, რაც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, -  განაცხადალევან არველაძემ.

მისივე თქმით, გაფორმებულ მემორანდუმს ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ დარგებისთვის, რომლებშიც ინვესტიციები განხორციელდება, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებასმნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს.

 

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები