საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. როგორც სებ-ის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის მარტის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 277 863 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
მიმდინარე მაჩვენებლები კი თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის მარტთან შედარებით 8%-იან ზრდას.
მარტის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის 31 მარტისთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 567 870 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის მარტთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობას ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 8%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში სადებეტო ბარათების რაოდენობა 13%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის მიმოქცევაში 8 431 100 აქტიური სადებეტო ბარათი იყო.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია