დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  ფრანგული ბრენდი Europcar შემოდის

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი Europcar შემოდის

23-05-2024 10:29:00

ივნისიდან,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება,  რომელიც მგზავრებს  მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული. ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეეძლებათ  https://www.europcar.ge/ka/fleetguide

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანისერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისექართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია და გარემო საკმაოდ კონკურენტუნარიანი,-‘’ აცხადებს საქართველოსაეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.  სამოდელო რიგში წარმოდგენილია როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე Europcar მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომობილების ფართო არჩევანსაც.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები