2024 წელს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე დადებითად აფასებს.
„რაც უფრო დრო გადის მით უფრო ტენდენციური ხდება ხის კოტეჯები, არამარტო კოტეჯები ზოგადად, დასასვენებელი სივრცეების ხის მასალით მოწყობა და არა რკინა-ბეტონით. შესაბამისად, მოთხოვნაც მზარდია. სწორედ ამიტომ 2024 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ კარგი, ნაყოფიერი და წარმატებული იყო“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე.
2025 წელს კომპანია სხვადასხვა სიახლეს გეგმვას.
„სამზარეულოს ავეჯის დაზგებს ველოდებთ, რომელიც მალე გვექნება და შემდეგ დავიწყებთ წარმოებას. ასევე, გვსურს რბილი ავეჯის მასშტაბური წარმოება და საწარმოს გაფართოება, რათა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე შევძლოთ ჩვენივე მასალით, ჩვენივე რესურსებით ნულიდან გასაღებამდე, მშენებლობის მიყვანა. ისე, რომ პირადპირ ცხოვრება შეძლოს ადამიანმა და ეს ჩვენი მასალით იყოს და არა ბაზარზე შესყიდულით. ძირითადი მიმართულება საწარმოს მიმართულებაა და გარდა ამისა, კოტეჯების მშენებლობაში გვინდა რომ ახალი პროექტები შემოვიტანოთ. გვაქვს რამოდენიმე ახალი პროქეტი, რაც გვინდა რომ შევთავაზოთ მომხმარებელს და იმედია ვინმე დაინტერესდება ამით და ახალი კოტეჯის სტილიც გვექნება საქართველოში “, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
უახლესი
5 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს5 საათის წინ
Kotejebi.ge საწარმოს გაფართოებას გეგმავს