დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აღმოაჩინე დასვენების უნიკალური შესაძლებლობა ელიტარულ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ში

აღმოაჩინე დასვენების უნიკალური შესაძლებლობა ელიტარულ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ში

08-02-2025 01:04:00

მსურველებს სიონის ტბასთან 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa-ში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. როგორც დეველოპერული კომპანია „არქის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Le Meridien Sioni lake resort & spa ელიტარულ კომპლექსში დასვენების უნიკალური შესაძლებლობაა.

„გახდი აპარტამენტის მფლობელი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსში Le Meridien Sioni lake resort & spa.  აღმოაჩინე დასვენების უნიკალური შესაძლებლობა ელიტარულ კომპლექსში, რომელიც მოიცავს:

  •  2500 კვ.მ. ღია და დახურულ აუზებს;
  •  აკვაპარკს და ზამთრის ღია ცხელ აუზს;
  •  3000 კვ.მ. სპას, გამაჯანსაღებელ ცენტრს და ფიტნეს დარბაზს;
  •  5 რესტორანს, ბარს, ლაუნჯსა და კაფეებს;
  •  ღია კინოთეატრსა და ამფითეატრს;

და შენს ინტერესებზე მორგებულ აქტივობებსა და მრავალფეროვან სერვისებს.

დეტალებისთვის დაგვიტოვეთ ნომერი https://bit.ly/411sWgM“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არქის ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa ხუთ აპარტოტელს აერთიანებს, რომელიც ლუქს, არტ და მოდერნ სტუდიოს კატეგორიის აპარტამენტებისგან შედგება. აპარტოტელების დიზაინზე იმუშავა ესპანურმა კომპანია Chapman Taylor Madrid studio-მ. მშენებლობაში გამოიყენება ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა Ytong-ის ბლოკი, დეკორატიული ხის პანელები, დეკორატიული ლესვა და მინის მოაჯირები, რაც მის ექსტერიერს გამორჩეულს ხდის.

აპარტოტელებში აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. აპარტოტელების დამსვენებლებსა და აპარტამენტის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურით: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე  გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთი და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები