2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით საუკეთესო იყო ჩვენი კომპანიისთვის, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ არის გაზრდილი გაყიდვები, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სკუტ სკუტის“ მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ შალიკიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა ორთვლიან ტრანსპორტზე და ეს ყველაფერი „სკუტ სკუტის“ გაყიდვებსაც დაეტყო.
„სკუტ სკუტი“ მომხმარებლებს , ყველა წამყვანი ორთვლიანი ტრანსპორტის მწარმოებელი ბრენდის მოდელს სთავაზობს. „სკუტერებში გვაქვს: Honda, Yamaha, Vespa, Aprilia, Suzuki, Hero, ასევე გვყავს ელექტრო სკუტერები და ქიქ სკუტერები: Niu, Unu, Segway, Lenovo, Xiaomi, მოტოციკლები: Honda, Yamaha, BMW, Royal Enfield, Hero და ასევე Hero Lectro-ს ელექტრო ველოსიპედები. ტრანსპორტის უმრავლესობის იმპორტი ხდება ზემოთ ნახსენები ბრენდების ოფიციალური ქარხნებიდან, რომლებიც ინდოეთში მდებარეობს“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
კომპანიის ბოლო მონაცემებით მოთხოვნა საკურიერო და ქომუთერების პროდუქტებზე თითქმის თანაბარია. საკურიერო პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადი სკუტერებია Honda Dio და Yamaha Ray ZR, ქომუთერების არჩევანი კი უმეტესად Vespa, Aprilia-ს სკუტერები და Yamaha Aerox-ია, მოტოებში დამწყებებისთვის ტოპ გაყიდვადი მოტოა Yamaha FZ & FZS.
„სკუტ სკუტის“ მარკეტინგის მენეჯერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად კომპეტენტურ კადრებს ასახელებს: „კონკურენტული უპირატესობების ძალიან დიდი სიიდან რამდენიმეს გამოვარჩევდი: ყველაზე მეგობრული და კომპეტენტური თანამშრომლები, ლოიალურობის ბარათი Scoot Card-ი, გარანტია აბსოლუტურად ყველა ტრანსპორტზე და ჩვენი საკუთარი სერვის ცენტრი, კონკურენტული ფასები და ბრენდების დიდი არჩევანი. გვაქვს საკუთარი სერვისი, სადაც, როგორც ჩვენთან შეძენილ სკუტერებსა და მოტოებს, ასევე ნებისმიერი ბრენდისა და კუბატურის ტრანსპოსტის მფლობელებს ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო სერვისს, ნაწილების ყველაზე დიდ არჩევანს და ექსპერტ ხელოსნებს“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სკუტ სკუტში“ ორთვლიანი ტრანსპორტის არჩევა ნებისმიერი ფასის კატეგორიაშია შესაძლებელი. ფასები დაახლოებით 4000-დან 20,000 ლარამდე მერყეობს.
„სკუტ სკუტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. საქმიანობა სკუტერების გაქირავებით დაიწყეს, ხოლო მოგვიანებით გაყიდვებიც დაიწყეს. „სკუტ სკუტის“ ყველა პროდუქტის, როგორც ტრანსპორტის ასევე აქსესუარებისა და ეკიპირების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია როგორც შოურუმში (თბილისი - გ.ჩუბინაშვილის 63, ბათუმი - ლერმონტოვის 101ა) ასევე ონლაინ.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა