დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბორჩხალების იმპორტი 520%-ით გაიზარდა

კიბორჩხალების იმპორტი 520%-ით გაიზარდა

03-02-2024 13:00:00

საქართველოში გაყინული კიბორჩხალების იმპორტი 520%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 24.73 ათასი დოლარის ღირებულების 1.49 ტონა  კიბორჩხალების იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 16.45 ათასი დოლარის ღირებულების 0.24 ტონა კიბორჩხალების.

​როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი ქვეყანაში გაყინული კიბორჩხალების იმპორტის კუთხით გამორჩეული 2016 წელი იყო, როდესაც საქართველოში 37.28 ტონა კიბორჩხალების იმპორტი დაფიქსირდა.

2023 წელს კიბორჩხალების იმპორტი განხორციელდა 6 ბაზრიდან, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, საიდანაც სულ 0.40 ტონა გაყინული კიბორჩხალები შემოვიდა. თუმცა ღირებულებით ჭრილში ლიდერი საფრანგეთი იყო, რომელზედაც მთლიანად წლის განმავლობაში იმპორტირებული კიბორჩხალების საერთო ღირებულების 28%-ი მოდიოდა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველზე მეტი გაყინული კიბორჩხალები იყიდა:

  • თურქეთი - 0.40 ტონა - 3.02 ათასი დოლარი,
  • საფრანგეთი - 0.25 ტონა - 9.48 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 0.25 ტონა - 1.55 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 0.23 ტონა - 4.76 ათასი დოლარი,
  • ნიდერლანდები - 0.20 ტონა - 5.12 ათასი დოლარი,
  • საბერძნეთი - 0.15 ტონა - 0.77 ათასი დოლარი,
  • შრი ლანკა 0.00 ტონა - 0.04 ათასი დოლარი.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები