დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-ს ვერც წელს გადააჭარბებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-ს ვერც წელს გადააჭარბებს - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

10-05-2023 10:49:28

ხორბლის რეალიზაციასთან დაკავშირებულმა პრობლემამ სექტორის წარმომადგენლები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სტრატეგიული პროდუქტის თვითუზრუნველყოფის ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინი გადაჭარბებულია.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე Busuiness Insider Georgia- თან ამბობს, რომ წარმოების ზრდა რეალურად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მოსავლის გაყიდვის პრობლემა გადაუჭრელია.

„მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა, რომ წელს წარმოების 15%-იანი მაჩვენებლისთვის გადაგვეჭარბებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონზე ეს ნამდვილად ვერ მოხერხდება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოსავალი არ გვივარგა, არც რაოდენობის მხრივ არ იქნება პრობლემა.

პირიქით, სახელმწიფოს თხოვნით ბევრი დავთესეთ, ამიტომ რაოდენობას არ შეეტყობა, მაგრამ რაც დაგეგმილი იყო, 15%-ს მაინც ვერ გადავაჭარბებთ ანუ პროცენტული მაჩვენებლები ჯერჯერობით ვერ უმჯობესდება. საქართველოში პროდუქციას სხვა ქვეყნის ფერმერი ჰყიდის და ჩვენ საკუთარი მოსავლის რეალიზაცია გვიჭირს", - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა დაახლოებით 130 000 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუსტად 1 წლის წინ აცხადებდა, რომ შესაძლებელი. იქნება, რამდენიმე წელში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-დან 50%-მდე გაიზარდოს. 

შეგახსენებთ,რომ მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მოთხოვნით, აქციებს მართავენ. აქცია დღეს 12:00 საათზე წნორში გაიმართება. მანამდე საპროტესტო აქცია ფერმერებმა 5 მაისს გამართეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები