დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

19-09-2023 14:50:17

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში გაშენებული გაქვთ ლურჯი მოცვის, მაყვლის ან ჟოლოს ბაღი, შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე

თანადაფინანსება მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს შეადგენს

 დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/programs/cooperatives-berries

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები