გადამზიდავმა კომპანია Inex Group-მა ახალი მიმართულება დაამატა. ონლაინ შოპინგის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, რომ Inex Group-ის დახმარებით ესპანეთიდან გამოიწერონ და ჩამოიტანონ ამანათები.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ესპანეთიდან ამანათების ჩამოტანას კომპანია მხოლოდ რეალური წონით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ტრანსპორტირების სტანდარტული ტარიფი 1კგ-ზე 6 ევროა, ხოლო სტუდენტური ტარიფი 1კგ-ზე 5.5 ევროს შეადგენს.
„ზოგადად ჩვენი კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ახალი მიმართულებები დაამატოს და სიახლეები შესთავაზოს მომხმარებლებს. ეს უწყვეტი ჯაჭვია ჩვენი მომსახურების და ჩვენს გეგმებში ესპანეთის მიმართულება ყოველთვის შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ონლაინ შოპინგის მიმართულებით მართლაც, რომ საინტერესო მიმართულებაა და რაც მთავარია მოთხოვნადია. ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა ამ სიახლეს და ელოდნენ კიდეც ამ მიმართულების დამატებას.
ესპანეთიდან გამოწერებზე ასეთი სრულყოფილი სერვისი დღემდე არავის არ ქონია. იყო რამდენიმე პატარა კომპანია, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ამ მიმართულებაზე მუშაობდნენ, თუმცა არასტაბილურად. ჩვენ როგორც სხვა მიმართულებებზე, ესპანეთზეც გვექნება სტაბილური რეისები. ამ ეტაპზე კვირაში ერთი რეისი და ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 7 დღიდან 10 დღემდე იქნება, რადგანაც ამანათები მოდის სახმელეთო გზით. ეს ნიშნავს, რომ ტარიფიც შედარებით შეღავათიანია და მოცულობითი წონის გარეშე იქნება დაანგარიშება - მხოლოდ რეალური წონით. სიახლეს უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და საკმაოდ აქტიურად აიტაცა ჩვენმა მომხმარებელმა - საკმაოდ ბევრი ამანათი მიდის ადგილზე. პირველი რეისი გამოიგზავნება 11 თებერვალს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
Inex Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ ახალი მიმართულება კომპანიას ამანათების ჩამოტანის მაჩვენებელს რამდენით გაზრდის, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს ზრდა ტენდენცია აუცილებლად იქნება.
„წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, ყოველთვის ახალ ქვეყანას სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მომხმარებელმა მასიურად აითვისოს და გატესტოს. არის მომხმარებელი, რომელიც ეს მოლოდინის რეჟიმი ჰქონდათ, მაგრამ იმისთვის რომ ყველას გავაგებინოთ, დაახლოებით 0,5 მლნ მომხმარებელი გვყავს ქვეყნის მასშტაბით და მასიურად რომ აიტაცონ დრო სჭირდება.
ევროპულ ქვეყნებში არის ფასდაკლებების სეზონი. ეს სეზონი წელიწადი 2-ჯერ, გარდა შავი პარასკევისა და საახალწლო ფასდაკლებებისა, იანვარი და თებერვალიც აქტიურია. ასევე, ფასდაკლებების პერიოდია ივლისი-აგვისტო და ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ამანათი მოდის ყველა ევროპული ქვეყნიდან და ველოდებით, რომ ესპანეთიდანაც მზარდი იქნება ამანათები“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.
კომპანიის ცნობით, ესპანეთიდან ამანათები იგზავნება რეალური წონით, სახმელეთო გზით, ყოველ სამშაბათს.
პოპულარული საიტები:
უახლესი
2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია