დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით  გაიზარდა

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა

19-07-2024 13:23:00

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 1.8 პროცენტიანი მატება. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 18.6 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 46.0 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11.5 პროცენტიანი კლება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები