დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილონ მასკმა 24 საათში 16 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა - Bloomberg

ილონ მასკმა 24 საათში 16 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა - Bloomberg

20-10-2023 19:00:29

ილონ მასკმა, რომელიც Tesla-ს და SpaceX-ს და ასევე სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილი Twitter) ფლობს, Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ერთ დღეში 16,1 მილიარდი დოლარი დაკარგა.

დაზუსტებულია, რომ მასკის ქონება მესმაე კვარტალში Tesla-ს წარუმატებელი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე შემცირდა. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები დაბალი მოგებისა და გაყიდვების გამო 9,3%-ით დაეცა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ფინანსური ზარალის მიუხედავად, მასკის ქონება 2023 წელს 72,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 210 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბიზნესმენი კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად. ის 55 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) ჯგუფის მფლობელი, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები