იანვრის მაჩვენებლებით ხორბლის იმპორტი კლებას განიცდის. 2025 წლის იანვრის მონაცემებით საქართველომ 5,288.91 ათასი დოლარის ღირებულების 22,041.60 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წლის იანვარში კი ხორბლის იმპორტი 31,226.18 ტონას შეადგენდა. შესაბამისად ხორბლის იმპორტი ქვეყანაში 29%-ითაა შემცირებული.
იანვარში საქართველოში ხორბლის 2 ქვეყნიდან: რუსეთიდან და ყაზახეთიდან განხორციელდა.
იანვარში ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 88%-ი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
ხორბლის იმპორტიორი ქვეყნები - იანვრის სტატისტიკა
რუსეთი - 19,451.60 ტონა,
ყაზახეთი - 2,590.00 ტონა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტი 2012 წელს განახორციელა. საანგარიშო წერს იმპორტმა 897,579.67 ტონა შეადგინა.
უახლესი
14 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა