„გუდვილი“ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს ავითარებს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მომხმარებლისთვის შექმნილი ღირებულება და გაამარტივოს ყოველდღიური შოპინგი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურანდა არჩუაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, კომპანია სხვადასხვა უბნებში მცირე გურმე ფორმატის მაღაზიების გახსნას გეგმავს.
„გუდვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმოადგენს ქართული ბაზრის ხარისხისა და ინოვაციის ნიშანს, ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს ავითარებს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მომხმარებლისთვის შექმნილი ღირებულება და გაამარტივოს ყოველდღიური შოპინგი.
ასევე, „გუდვილი“ გეგმავს მცირე გურმე ფორმატის მაღაზიების გახსნას, რაც ნოვატორული ნაბიჯია უბნების ათვისების მიმართულებით. გურმე მაღაზიები მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ასორტიმენტს და სწრაფ მომსახურებას, რაც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სახლთან სიახლოვე გუდვილს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის“, - განმარტავს გურანდა არჩუაძე.
აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ უახლოეს გეგმებშია ასევე საკუთარი ხაზების განვითარება.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. „გუდვილი“ აქტიურად მუშაობს ექსკლუზიური სამზარეულოს კონცეფციაზე, რომელიც მოიცავს უნიკალური, ხელნაკეთი და მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების შექმნას. ახალი ხაზების დამატება და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებლებს შესთავაზებს ისეთ პროდუქციას, რომელიც ახალ დონეზე აყენებს ქართულ წარმოებას“, - აცხადებენ კომპანიაში.
„გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის მიზანს წარმოადგენს ასევე „გუდვილ დელივერის მაქსიმალური განვითარება.
„ონლაინ შოპინგის საჭიროებები დღითი დღე იზრდება, და გუდვილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ჩვენი მიზანია, რომ „გუდვილ დელივერი“ იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ სწრაფი და ეფექტური მომსახურება. მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს სუპერმარკეტის სრული ასორტიმენტი მათთვის მოსახერხებელ დროში და ნებისმიერ ადგილზე. გუდვილი იყო პირველი, რომელმაც დანერგა მიტანის სერვისი 20 წლის წინ, და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინოვაციების განხორციელებას“, აცხადებს გურანდა არჩუაძე.
„გუდვილი“ იმ კომპანიების რიგებშია, რომლებიც თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად ნერგავენ.
„გუდვილი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესებას, რის გამოც აქტიურად ვნერგავთ ციფრულ ტექნოლოგიებს. უახლესი ციფრული გადაწყვეტები — მარტივი შეკვეთები, ავტომატური ანგარიშსწორების სისტემები და პერსონალური შეთავაზებები — მომხმარებლებს გაუმარტივებს შოპინგს და შექმნის კომფორტის სრულიად ახალ დონეს. გარდა ამისა, გვაქვს ლოიალური სისტემა, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური და საინტერესო შეთავაზებების მიწოდება, რაც ამ წელს განსაკუთრებით გაახარებს ჩვენს მომხმარებლებს.
„გუდვილი“ კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას ქართულ ბაზარზე, მუდმივად ინარჩუნებს თავის ორიგინალურ ხედვას — ვიყოთ საუკეთესო და არა მხოლოდ ალტერნატივა. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ მომხმარებელს მაქსიმალური ხარისხი და მათ ცხოვრებაში მეტი სიმარტივე შევიტანოთ“, - აცხადებენ „გუდვილში“.
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება8 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE