კომპანია ICE • აი-სი-ი, რომელიც ბაზარზე 14 წელია წარმატებით ოპერირებს და საქართველოში ლიფტებისა და ესკალატორების მწარმოებელი, საერთაშორისო ბრენდის Otis-ის ოფიციალური წარმომადგენელია, პრემიუმ ლიფტებისა და ესკალატორების მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ICE-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან წერეთელმა განაცხადა, მოთხოვნა დღითიდღე მზარდია, როგორც განთავსების ობიექტების, ისე საცხოვრებელი კორპუსების მშენებარე კომპანიების მხრიდან.
ICE ამ დროისათვის რამდენიმე პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა დეველოპერული კომპანია „ფიგურების“ პირველი პროექტი.
„ფიგურების“ პროექტი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და საკმაოდ მასშტაბურიც, რომელიც თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულ ახალ უბანში მდებარეობს. პროექტი 30 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და ამ პროექტში ჩვენი კომპანიაც იღებს მონაწილეობას და ვთანამშრომლობთ ლიფტების მონტაჟის ნაწილში. ICE, როგორც იცით ვართ Otis-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები და დისტრიბუტორები საქართველოში. Otis-ი არის #1 პრემიუმ ხაზის მსოფლიო ბრენდი, რომელიც გამოირჩევა თავისი ინოვაციური მიდგომებით ლიფტების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პროექტში ვთავაზობთ და ვამონტაჟებთ 4 ერთეულ Otis-ის ბრენდის ლიფტს. აქედან 2 არის არის 1600 კგ-იანი ე.წ. სახანძრო ლიფტები, რომლებიც სპეციალური ფუნქციებით გამოირჩევა. აქვს სამაშველო ლუქი, სამაშველო კიბე, აქვს სპეციალური სახანძრო რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სახანძრო ბრიგადისთვის, ხანძრის არსებობის შემთხვევაში. მათი სიჩქარე 2,5 მ/წმ-ია, რადგანაც საკმაოდ მაღალი შენობაა და რომ არ წარმოიშვას დიდი ტრაფიკი და საცობი, ჩვენ მიერ შერჩეულ იქნა ყველაზე ოპტიმალური სიჩქარე“, - ამბობს ლევან წერეთელი.
ICE-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებლების ქცევა შეიცვალა და მოთხოვნა უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციაზე გაჩნდა, ვიდრე შედარებით იაფ ტექნოლოგიებზე.
„პრემიუმ სეგმენტის ტექნოლოგიებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, საცხოვრებელი სახლია თუ კომერციული ობიექტი, მაღალი ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა არის გაზრდილი. ზოგჯერ შეიძლება დაბალმა ფასმა მოხიბლოს დეველოპერი, მაგრამ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ხშირად და ვადაზე ადრე გამოდის წყობიდან და მისი დეტალები და შეკეთება ხშირად უფრო ძვირიც კი უჯდებათ. უმეტესად ფასი განსაზღვრავს ხარისხს და დაბალფასიანი ლიფტი ძალიან მოკლე ვადაში ავლენს პრობლემებს, რასაც უკმაყოფილებაც მოჰყვება. დღეს შეიძლება იაფი გადავიხადოთ, მაგრამ ხვალ უფრო ძვირი დაგვიჯდეს მისი მოვლა/შენახვა. დრომ აჩვენა და ბიზნესის მხრიდან ქცევაც შეიცვალა და მიხვდნენ, რომ ჯობია თავიდანვე შეიძინონ პრემიუმ ხარისხი, მინიმუმ საშუალო, ან მაღალი ხარისხი. დაბალ ხარისხიანი ლიფტების შეძენას დღეს უკვე ყველა გაურბის“, - ამბობს ICE-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ლევან წერეთელი აცხადებს, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა მზარდი მოთხოვნაა უკვე კახეთიდანაც.
„გაყიდვები მზარდია, რადგანაც ქვეყანაში მშენებლობის ბუმია და ახალ-ახალი ობიექტები შენდება. აქტიური მოთხოვნა გვაქვს როგორც თბილისის მასშტაბით, ისე ბათუმის მასშტაბით. ორივე დიდ ქალაქში გაქვს ჩვენი ოფისები. პრემიუმ სეგმენტის ლიფტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ქვეყნის რეგიონებშიც, მაგალითად კახეთში. კახეთში ბევრი სასტუმრო შენდება“, - ამბობს ლევან წერეთელი.
აი-სი-ი (ICE) გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით უკვე 14 წელია ბაზარზე ოპერირებს და დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - OTIS, TOSHIBA, CARRIER, LENNOX გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს.
ლიფტები, ესკალატორები, ტრაველატორების მიმართულებით კი ICE საქართველოში OTIS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია.
ICE-მ ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.
უახლესი
16 საათის წინ
„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს16 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8186 ლარია