დიდთოვლობის გამო, ვიზიტორების მიღება დღეისათვის შეჩერებულია, მალე დაგიბრუნდებით, - ამის შესახებ „ენგური ატრაქციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ენგური ატრაქცია“ გახლავთ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.
მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.
მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.
ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.
2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.
2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.
უახლესი
3 საათის წინ
გაძლიერებული დაზღვევა - პრიმო ალდაგისგან9 საათის წინ
„ანიგოზი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს9 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8136 ლარი გახდა11 საათის წინ
Peek-A-Boo გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს