საქართველოს აგროდაზღვევის განვითარების უკვე 10 წლიანი ისტორია გააჩნია, თუმცა როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, სხვა ქვეყნებს ამ პროდუქტის გაცილებით მეტხნიანი ისტორია გააჩნიათ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც გარკვეული გამოცდილება უკვე დააგროვა. ონოფრიშვილის თქმით, აგროდაზღვევის კუთხით განსაკუთრებულად აქტიური კახეთის რეგიონია.
„აგროდაზღვევა მართლაც შედარებით ახალია, მაგრამ 10 წლის ისტორია კი აქვს. სხვა ქვეყნებს ესპანეთს და ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ პატარა ასაკიანია. პრაქტიკაში უკვე სახელმწიფო გამოცდილია, კომპანიებიც უფრო გამოცდილები გახდნენ და თვითონ ფერმერები, ვისაც ეს მეურნეობები აქვთ. საქართველოში ძირითადად, ხილი და ყურძენი, ვაზი არის დაზღვეული. კახეთის რეგიონია განსაკუთრებულად აქტიური, ნაწილობრივ იმერეთი და აჭარაც“, - აღნიშნა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.
მისი განმარტებით, აგროდაზღვევაში ჩართვა ერთიანად არ მომხდარა, ჭადრაკულად ხდებოდა. ონოფრიშვილის თქმით, გასულ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, რაიმე მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური პრობლემები არ ყოფილა და შესაბამისად ამ მხრივ მოსახლეობას არც ზიანი მიუღია.
„ცხადია, აქ თუ დაზღვეული არა ხარ არაფერი არ გიშველის. ანუ უცბად კარგავ ბერ რამეს, შენ ფინანსურ შესაძლებლობებს, მომავალ წელსაც ფაქტობრივად ვეღარ აწევ და ვეღარ მიხედავ შენს მეურნეობას. ამიტომ, აქ დაინახეს, რომ მეზობელს ჰქონდა დაზღვეული და მიიღო თანხა იმიტომ, რომ იხდიდა, ჩაერთო ამ სქემაში. ვინც არ დაეზღვა ვერ მიიღო. ამიტომ ეს გამოცდილება მიღებულია. პრემია, რაც გადახდილი იქნა სადაზღვევო კომპანიებისთვის 14 მლნ იყო და წელს უკვე არის 5 მლნ-ით მეტი, ანუ 20 მლნ-მდეა. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო საკმაოდ სერიოზულად ეხიდება ფერმერებს, ვინც მონაწილეობენ ამაში. იმიტომ რომ თითქმის 20 მლნ-დან 14 მლნ სახელმწიფომ დადო ფული, ანუ მათ დადეს პროცენტულად. თითოეულ კონტრაქტში, როცა ფერმერი მონაწილეობს, მინიმუმ 50%-ს დებს სახელმწიფო და ეს სერიოზული შეღავათია. ეს მარტო საქართველოშიც არაა. სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, რომ სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. კარგია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობაც გაიზარდა.
შეტყობინების ვალდებულებაც გაიზარდა იმიტომ, რომ სეტყვა რომ არის და რა სურათი წარმოიქმნა დროზეა სანახავი, მაგრამ მაინც გაიზარდა დრო, ვალდებულება რომ შეატყობინონ სადაზღვევოს იმის შესახებ, რომ რაღაც მოხდა 24-დან 72 საათამდე. ხოლო რომ მოვიდნენ და შეგიფასონ 30 დღე იყო და შემცირდა 15 დღემდე. იხვეწება პროდუქტი და რეალურად ჩართულობა და ფართობიც გაიზარდა. ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად სტაბილურად არის, 17 000 ჰექტარზე არის დაზღვეული სხვადასხვა პროდუქტი“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა