დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება

თბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება

20-02-2025 22:34:00

ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან იწმინდება.

 

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, ტექნიკური მარილი დაიყარა: დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე, პატარა და დიდი ლილოს დასახლებებში, აეროპორტის გზატკეცილზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხინვალას დასახლებაში, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის, წყნეთისა და ბეთანიის ცენტრალურ ქუჩებზე, სოფელ ახალდაბაში, დიდგორსა და თელოვანში.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები