„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთიმთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოსენერგოეფექტური კომპლექსი“ ჰოლდინგმა კატეგორიაში „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ გაიმარჯვა.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოსქსელის ინიციატივით, საქართველოში წელს მეშვიდედ გაიმართა. ჯილდო განკუთვნილია იმკომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიებაწელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიებისწარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთანერთად, თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტაჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტაში“ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების პარალელურად, მივყვეთცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და დავნერგოთ ისინი ჩვენსბიზნესსაქმიანობაში. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა „თეგეტაჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. „თეგეტასა“ და„ვოლვოს“ მულტიფუნქციური კომპლექსი სწორედ თანამედროვე ენერგოეფექტურისტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვასა და, შესაბამისად, მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგად ის სრულად ეპასუხება გარემოსდაცვით გამოწვევებს და აერთიანებს ისეთძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ელექტრიფიკაცია, ენეგოეფექტურობა დასამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობა. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ეს არის მორიგიაღიარება და დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“.
„თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, 1 ჰექტარამდეტერიტორიაზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრებს აერთიანებს. მულტიფუნქციურ კომპლექსში დამონტაჟებულია 762 ერთეული მზის პანელი. ობიექტზეგანთავსებულია 5 ელექტროდამტენი. შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურსეფექტიანიპროდუქცია. ობიექტზე დანერგილია სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისხელმძღვანელი: „კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ თანმიმდევრული, კომპლექსური და თვალსაჩინო მიდგომა გვაქვს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ამ წლებისგანმავლობაში. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ვფიქრობ, ნათლად ცხადყოფს ჩვენს ძალისხმევას. ჯილდო თვითმიზანი არ არის, თუმცაარის დასტური, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება, გარემოსდაცვითიპასუხისმგებლობის ფარგლებში საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. ადგილობრივი დასაერთაშორისო ჟიურის აღიარება კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა მაქსიმალურადგავაფართოოთ ჩვენი ინოვაციური ხედვა“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში აქტიურად მოიხმარს განახლებად ენერგიას. საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით კომპანიაეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრსსთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო დაინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზეახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr,. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებითჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილობრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდეთანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა