დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროექტებს ახორციელებს Inn development-ი და როგორია მოთხოვნა

რა პროექტებს ახორციელებს Inn development-ი და როგორია მოთხოვნა

18-02-2025 19:00:00

Inn development - ინნ დეველოპმენტი  - პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას  ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს. 

„ინნ დეველოპმენტის“ პორტფელი ამ დროისათვის ორ მიმდინარე პროექტს აერთიანებს: "დიდი დიღომი ინნ" და „გლდანი ინნ“, სადაც მცხოვრებლებისათვის კომფორტისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი. 

„ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში ყველგან გათვალისწინებულია ძალიან დიდი ზომის მწვანე ზონები, ანუ რეკრეაციული სივრცე. ჩვენს ყველა პროექტს თავისი დიდი და იზოლირებული ეზოები აქვს. ყველა კომპლექსში გათვალისწინებულია ავტოსადგომები, რაც დღეს ძალიან დიდი პრობლემაა. ასევე გათვალისწინებულია კომერციული სივრცეები. ჩვენი ყველა პროექტი, ვიდრე მშენებლობას დავიწყებთ სრულად დაზღვეულია და დაფინანსებულია ბანკის მიერ. ჩვენ ვართ „საქართველოს ბანკის“ დეველოპერი კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი დაფინანსებულია და განხორციელდება ზუსტად იმ ვადებში, რაც არის მითითებული. სწორედ ეს გვაძლევს იმის, საშუალებას, რომ მომხმარებელს ხანგრძლივი, შიდა განვადებები შევთავაზოთ“, - აცხადებს „ინნ დეველოპმენტის“ და „გლდანი ინნ“-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარა კანთელაძე.

პროექტ "დიდი დიღომი ინნ"-ში მშენებარე კორპუსების დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

"დიდი დიღომი ინნ"-ის მშენებლობა მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის 40-ში და პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, კომერციული ფართებით, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომებით. პროექტის მაშტაბიდან გამომდინარე მისი სამშენებლო ფართი გახლავთ დაახლოებით 40 ათასი კვ/მ. ჩვენ პროექტის განხორციელება გაყოფილი გვქონდა ორ ნაწილად: პირველ ეტაპს განეკუთვნება E 1 და E 2 ბლოკები, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდა. ხოლო მეორე ეტაპს განეკუთვნება D 1 და D 2 ბლოკები, რომლის დასრულებაც 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

რომ დავუბრულდეთ პროექტის დასრულებულ ნაწილს, ეს არის 16-16 სართულიანი კორპუსები, სადაც მობინადრეების შესახლება დაწყებულია. მიმდინარე მშენებლობის პროცესში რამდენადაც ეს შესაძლებელია მოწესრიგებულია კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები. იმ კორპუსებში, სადაც მობინადრეები შესახლდნენ აბსოლუტურად უსაფრთხოა შესვლა და გამოსვლა. ხოლო მეორე ნაწილი, სადაც მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს სრულად იზოლირებულია. 

პროექტში "დიდი დიღომი ინნ" ბინების 90%-მდე სრულად გაყიდულია, თუმცა არის ხელმისაწვდომი ბინები, როგორც დასრულებულ ნაწილში, ისე დაუსრულებელ ნაწილშიც. 

„ეს არის ძირითადად საოჯახო ტიპის 85-დან 100 კვ/მ-მდე, ორ და სამ საძინებლიანი ბინები. ალბათ, 3 ბინა დარჩა ხელმისაწვდომი ერთ საძინებლიანი, 62-64 კვ/მ-იანი, ხოლო დანარჩენი ყველა გაყიდულია. პროექტი დაფინანსებულია „საქართველოს ბანკის“ მიერ და შედარებით გამარტივებული წესებით, ბანკის დახმარებით შესაძლებელია ბინების შეძენა. საჭიროების შემთხვევაში  3 თვიან თავდებობაზეც მივყვებით“, - განმარტავს „ინნ დეველოპმენტის“ და „გლდანი ინნ“-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება აშენებულ კორპუსებში განთავსებულ კომერციულ ფართებს, მოთხოვნა მაღალია.

„მოთხოვნა ძალიან მაღალია. ვიდრე მშენებლობა არ დასრულდებოდა ჩვენ კომერციული ფართები გაყიდვაში არ ჩაგვიშვია. ახლა ამ წუთისთვის 2 კომერციული სივრცეა, დაახლოებით 1100 კვ'/მ ფართობის, რომელთა დაყოფაც გავაკეთეთ ჩვენს პარტნიორთან ერთად. კონფიდენციალურობის გათვალისწინებით ვერ დავაანონსებ, თუ რომელ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები. თუმცა აქტიური სამუშაოები უკვე დავიწყეთ. პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში ამ კომერციულ ფართებში ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც კი ჩავუშვით და ვთქვით, რომ კომერციული ფართები იყიდება, მომენტალურად მოლოდინში იყვნენ ჩვენი ბიზნეს პარტნიორები და მოლაპარაკებებიც დავიწყეთ“, - განმარტავს თამარა კანთელაძე.

მისივე თქმით, "დიდი დიღომი ინნ"-ის პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისეთი დეტალების დაზუსტება, როგორიც არის ეზო, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

„D 1 და D 2 ბლოკების დასრულება უნდა მოხდეს 2025 წლის ბოლოს, აქაც ბინების 10-15% ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. აქ ამ ბინებზე ჯერ კიდევ ვრცელდება შიდა განვადება დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. აღნიშნული, 4 თვიანი შიდა განვადება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც სამომავლოდ ბანკის ჩართულობას მოიაზრებს, რადგანაც კომპანიასთან შიდა გადახდები უკვე ფიქსირდება, როგორც შემოსავალი ბანკში და უფრო გამარტივებული წესით ხდება სესხების გაცემა“, - აცხადებს  „ინნ დეველოპმენტის“ და „გლდანი ინნ“-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება "დიდი დიღომი ინნ"-ში საცხოვრებელი ბინების ფასებს, როგორც „ინნ დეველოპმენტში“ განმარტავენ ბოლო 6 თვეა ფასების კორექტირება არ მოუხდენიათ.

„ფასებს რაც შეეხება ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, შევინარჩუნეთ ისევ ის ღირებულება, რაც მაგალითად 6 წლის წინ გვქონდა.  დასრულებულ კორპუსებშიც კი ჩვენთან ბინები საკმაოდ კარგ ფასად იყიდება. 1 კვ/მ 920 დოლარი ეკვივალენტი ლარში და პლუს საოჯახო ტიპის ბინებზე გვაქვს სპეც შეთავაზება 1 კვ/მ ღირებულება  880 დოლარის ეკვივალენტი ლარში. ჩვენს შემთხვევაში თეთრ კარკასზეა საუბარი და ლოკაციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფასით ვართ წარმოდგენილები“, - განმარტა

რაც შეხება „ინნ დეველოპმენტის“ მეორე, პრემიუმ ხაზის პროექტს „გლდანი ინნ“-ს მისი დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება და ის 4 კორპუსისგან იქნება წარმოდგენილი. მთლიანი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო ერთდროულად და დასრულდება ერთდროულად. 

„ეს არის არამხოლოდ გლდანისთვის არამედ მთელი თბილისისთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო ბრჭყვიალა და მეგა პროექტია. გლდანი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროს დასახლებული უბანია და ლამის ნახევარი ქალაქი ამ ნაწილშია მობილიზებული. იცით, რომ თითოეულ უბანს აქვს თავისი გამორჩეული ადგილები, რასაც განაპირობებს ტრანსპორტის არსებობა. შესაბამისად გლდანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციაა მეტროს მიმდებარე ტერიტორია, რომლის ირგვლივაც შემდგომ განვითარებულია მთელი ინფრასტრუქტურა. სწორედ აქ, მეტროსთან ზუსტად წუთ-ნახევრის სავალზე, გლდანის ცენტრში, ვეკუას 11გ-ში არის ჩვენი ტერიტორია, დაახლოებით 3 ჰა. უფრო ზუსტად, რომ გითხრათ 27 ათასი კვ/მ, „გლდანი სითი მოლისა“ და მეტრო ახმეტელის შუაში. ჩვენი მეგა პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, თავისი კომერციული და საოფისე ფართებით, თავისი მიწისქვეშა ავტოსადგომებით. ამ პროექტში უზარმაზარი სივრცე, 20 000 კვ/მ დათმობილი აქვს ეზოს. 

ასაშენებელი ფართი, რეალურად 100 000 კვ/მ-ზე მეტია. ეს არის პირველი პრეცედენტი გლდანში, როცა იქ შენდება ცათამბჯენი. ყველაზე მაღალი კორპუსი იქნება 32 სართული და ყველაზე მაღალი შენობა გლდანში. ეს არის „სტუდიო არტის“ მიერ, ცნობილი არქიტექტორის დავით გოგიჩაშვილისა და მისი გუნდის მიერ შექმნილი პროექტი - ძალიან თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურით. ადამიანს, რომელსაც გლდანში გამორჩეულ პროექტში ცხოვრების პრეტენზია აქვს „გლდანი ინნ“ მისთვის ზედგამოჭრილია“, - განმარტავს „ინნ დეველოპმენტის“ და „გლდანი ინნ“-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარა კანთელაძე.

იმისათვის, რომ „გლდანი ინნ“-ში ბინის შეძენა ყოფილიყო კომფორტული, მოსახერხებელი და ხელსაყრელი, შიდა განვადებაც გრძელდება თითქმის 4 წელი, 2028 წლის გაზაფხულის ბოლომდე.  გადახდის პირობები ძალიან მოქნილია. შინა განვადების პირობების თანახმად, ჩვენი მობინადრეები იხდიან ბინის ღირებულების მხოლოდ 50%-ის მხოლოდ პროპორციული გადანაწილებით. არავითარი პირველადი შენატანი და შიდა პროცენტიანი განვადება. გადასახადი პროპორციულად 40 თვეზე ნაწილდება, რაც პატარა ბინებზე შეადგენს თვეში 700-800 დოლარს, ხოლო დიდ ბინებზე 1000-1050 დოლარს. თუ მყიდველს დანაზოგები აქვს გაკეთებული ეს ციფრები ცხადია იკლებს. ეს არის ფანტასტიკური ლოკაცია, როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციოდ და აქ ბინებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. 

„გლდანი ინნ“-ის პროექტში გაყიდვები დავიწყეთ ნახევარი წელია და ამ წუთისთვის პროექტის 50%-ზე მეტი გაყიდულია“, - აცხადებს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები