„გუდვილი“, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველ ჰიპერმარკეტს წარმოადგენდა და წლების განმავლობაში მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისების მიწოდებაზე იყო ორიენტირებული აქტიურად ვითარდება.
კომპანია წლების განმავლობაში ასევე აქტიურად ეხმარებოდა ქართველ მწარმოებლებს და ხშირად „გუდვილის“ ფილიალებში საქართველოში წარმოებული პროდუქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი და აღნიშნული.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურანდა არჩუაძე აცხადებს, „გუდვილისთვის“ ადგილობრივი მწარმოებლების განვითარება მნიშვნელოვანია.
„გუდვილი იყო პირველი სუპერმარკეტი, რომელმაც ქართველი ფერმერების ხელშეწყობა დაიწყო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ,,ელკანა", რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მისწრაფებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები განვითარდნენ და მათი შრომა დაფასდეს, რაც საბოლოოდ ჩვენი მომხმარებლებისთვისაც სარგებლის მომტანია“, - აცხადებს გურანდა არჩუაძე.
უახლესი
5 საათის წინ
„ანიგოზი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8136 ლარი გახდა7 საათის წინ
Peek-A-Boo გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს