საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი ბუქინგჰაბი 2024 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებთან.
Bookinghub.ge არის პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სილამაზის სალონების, ესთეტიკისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების, სტომატოლოგიური კლინიკებისა თუ კაბინეტების სხვადასხვა სერვისს.
ეს არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მარტივად და სწრაფად, ერთი ფანჯრის პრინციპით, ონლაინ დაჯავშნოს სასურველი პროცედურა მისთვის მოსახერხებელ დროს შერჩეულ სპეციალიტთან. ამასთანავე, Bookinghub.ge-ის საშუალებით შესაძლებელია მიიღო სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია შენთვის საინტერესო პროცედურის ღირებულებისა და ხანგრძლივობის შესახებ. პლატფორმა სერვისის დაჯავშნის პროცესს კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.
B2B მიმართულებით Bookinghub.ge ბიზნესებს აძლევს საშუალებას ონლაინ ჯავშნები მიიღონ პირდაპირ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც მათ ეხმარება, რომ თავიანთი საქმიანობა უფრო წარმატებული, სერვისის შეთავაზების პროცესი კი მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადონ. ამასთანავე, შეინარჩუნონ კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი, რომელიც ბიზნესის წარმეტების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა