დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს

„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს

18-02-2025 17:30:00

ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანიაბუეთიხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. არსებულ ასორტიმენტს, ოთხი ახალი არომატი დაემატა. ამის შესახებ, Business Insider Gerogia - კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.

ოთხი ჩაი დავამატეთ დასაყენებელი მიმართულებით. ეს არის: მაყვლის ჩაი, შავი ჩაი ბერგამოტით, შავი ჩაი ცაცხვით და შავი ჩაი სანელებლებიანი. ბოლო სამი ჩაი გავაკეთეთ ობიექტთან შეთანხმებით, მათ სურდათ რაღაც სიახლე. ჯამში 8 სახეობის ჩაი დამზადდა ჩვენს მიერ სატესტოდ და მათგან აირჩა კონკრეტული არომატები. ჯერ-ჯერობით მასობრივად არ არის გაშვებული ობიექტებში, რადგან არის ახალი პროექტი და მხოლოდ კონკრეტული ობიექტებისთვის დავამზადეთ“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან კაკაურიძე.

კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი ქარხნის ეფექტიანობა და ტექნიკური სისწორეა.

კონკურენტულ უპირატსეობად მივიჩნევთ, ქარხნის გამართულობას, რაც ხელს გვიწყობს ყველანაირად თავისი დანადგარებით, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით, საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს. უშუალოდ ტექნოლოგი, ვინც გვყავს ისიც სიახლეებზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, პლანტაციები გვაქვს ძალიან დიდი, ასევე  სიახლე არის ის რომ HACCP დავნერგეთ სულ ახლახანს “, - აცხადებს ქეთევან კაკაურიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმაში შედის ახალი არომატების შეფუთვა და ქსელებში შეტანა.

გაფართოებას რაც შეეხება გვინდა ამ ოთხი ჩაის დაფასოება, რათა მასობრივად ქსელში გავიდეს და შეძლონ მომხარებლებმა შეძენა “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან კაკაურიძე.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანია 12 სახეობის ჩაის აწარმოებს.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები