ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება. ამის შესახებ Business Insider Georgia -ს Hive Tech Hub -ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ქეთო თოფურიძემ განუცხადა.
„ძირითადად ვინც არიან ჩვენი ფენანთები ადგილზე ესენი არიან ტექ კომპანიები, სხვადასხვა ტიპის, როგორც ლოკალური ასევე საერთაშორისო, რომლებსაც აქვთ ბრენჩები თბილისში და ბათუმში. ძირითადად, გვყავს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ასევე Skilwill-ის Tech სკოლა, რომელსაც აქვს სამი ოფისი აღებული და საიდანაც ლექციებს ჩაატარებს ფიზიკურად. აქამდე თუ მხოლოდ ონლაინ უნივერსიტეტი იყო, ახლა უკვე ფიზიკურად, ბავშვებს შეეძლებათ, რომ მოვიდნენ და ადგილზევე მოისმინონ ლექციები თავის აქტივობებით. ამის გარდა, გვყავს ასევე ისეთი თიენთები, რომლებიც თბილისში ჩვენი თამარაშვილის ქოორთინგის თიენთები არიან და რამდენიმე წელია უკვე ჩვენთან პარტნიორობენ, რომლებიც მოვიდნენ 5-დან 10 კაცამდე დაკომპლექტებული ჯგუფებით და უკვე ძალიან გაიზარდნენ და ბათუმშიც დაიწყეს ოპერირება. შესაბამისად, დაახლოებით 50-დან 60-მდე თანამშრომელი ჰყავთ და სჭირდებათ ასევე ფიზიკური სამუშაო სივრცე. ძირითადად, ტექ მიმართულების კომპანიები გვყავს, თუმცა ასევე არის მოთხოვნა იურიდიული სერვისების, ბუღალტრული სერვისების კომპანიებისგან და სხვადასხვა ტიპის აუთსორსული კომპანიებისგანაც. თუმცა ძირითადად არიან სოფთვეარ დეველოპმენტი, ტექ მიმართულება, ტექ აკადემია, ასევე კრიპტოს მიმართულებით კომპანიები არიან დაინტერესებულნი და ძირითადად ეს სეგმენტი არის, რომელიც არამხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისის თამარაშვილის ოფისშიც გვყავს მსგავსი პროფილის ბიზნესები. ასევე, ავლაბარი, რომელიც გაიხსნება სავარაუდოდ მაისის თვეში. არის ათ სართულიანი დიდი შენობა მოედნის პროექტში და იქაც Hive Tech Hub იხსნება, სადაც ანალოგიურად გვაქვს მოთხოვნა დაახლოებით იგივე ტიპის კომპანიებისგან. ძირითადად, ქართული კომპანიები გვყავს, რომლებიც როგორც ადგილობრივად, ასევე სხვა ქვეყნებშიც ოპერირებენ, თუმცა არიან სხვადასხვა ეროვნების მაგალითად უკრაინელები და საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მათი მხრიდან ისევე, როგორც სხვა ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებისგან “, - აცხადებს Hive Tech Hub -ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ქეთო თოფურიძე.
უახლესი
16 საათის წინ
„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს16 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8186 ლარია