კომპანია ბიოგრაფი ლივინგ • Biograpi Living, რომელიც დეველოპერული ბაზრის საკმაოდ ახალი მოთამაშეა უკვე 4 მიმდინარე პროექტს ახორციელებს და 2025 წელს კიდევ 4 პროექტის დაწყებას გეგმავს. კომპანია, რომლის უკანაც ცნობილი ბიზნესმენები დგანან, ხარისხს და ლოკაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამიტომაცაა, რომ მათი პროექტები ქალაქის ცენტრალურ უბნებში ხორციელდება.
როგორი იყო კომპანიისთვის 2024 წელი და რა პროექტების განხორციელებას აპირებს სამომავლოდ კომპანია - დეტალებზე Business Insider Georgia „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორს ვასილ ფხაკაძეს ესაუბრა.
როგორ აფასებს „ბიოგრაფი ლივინგი“ 2024 წელს ბაზარზე ოპერირებას, რა შედეგებით დახურა კომპანიამ გასული წელი?
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ 2023 წლის მაისიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ ეტაპისთვის კომპანიას 4 მიმდინარე პროექტი აქვს, „საკენი“ - ვაჟა ფშაველას გამზირზე, „მატიანი" - წერეთლის გამზირზე, „შანტანი“ - მუშთაიდის პარკის მოპირდაპირედ და „ჰისნი“, „ბიოგრაფი ლივინგის" ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ისანში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მდებარეობს.
„ბიოგრაფი ლივინგის”-თვის 2024 წელი საკმაოდ აქტიური და წარმატებული იყო, გაეშვა 2 ახალი პროექტი „შანტანი“ და „ჰისნი“.
თუ ანალიტიკურ ორგანიზაციებს დავეყრდნობით უძრავი ქონების გაყიდვები 2024 წელს შენელდა, ანუ 2022 წლის ეფექტი რაც იყო მიილია. ამ ფონზე მაინტერესებს, რა ვითარებაა თქვენი პროექტების შემთხვევაში, როგორია მოთხოვნა და ასევე, მოლოდინები, გათვლები 2025 წლისთვის?
გამომდინარე იქიდან, რომ ,,ბიოგრაფი ლივინგი" 2023 წლის მაისიდან შემოვიდა დეველოპერულ ბაზარზე ჩვენ სტატისტიკას ვერ შევადარებთ 2022 წელს, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო და შესრულდა კომპანიის მიერ დაგეგმილი გაყიდვების მოცულობა.
თქვენს პროექტებში რამდენად არის მოთხოვნა უცხოელების მხრიდან?
მოთხოვნა უცხოელების მხრიდან საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით გამოვყოფდით ისრაელის ბაზარს.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „ბიოგრაფი ლივინგის” რომელიმე პროექტი, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
„ბიოგრაფი ლივინგის" პროექტებს გამოარჩევს ხარისხი, მრავალფუნქციურობა და ლოკაცია, რადგან ჩვენი ყველა პროექტი ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს.
მიმდინარე პროექტების მშენებელი კომპანიაა „ანაგი“, რომელსაც საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. „ბიოგრაფი ლივინგი” აქტიურად არის ჩართული სამშენებლო სამუშაოების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარისხის შემოწმების პროცესში.
აღსანიშნავია ასევე კომპლექსების მრავალფუნქციურობა, რაც გულისხმობს ყველა საჭირო სერვისის ერთ სივრცეში მოქცევას, როგორიცაა სუპერმარკეტი, ჯიმი, საცურაო აუზი, სპა, პადელის კორტი, საბავშვო მოედანი და სხვა.
2025 წელს იგეგმება თუ არა ახალი პროექტის დაწყება? თბილისის გარდა განიხილავს თუ არა „ბიოგრაფი ლივინგი“ პროექტების დაწყებას სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად ბათუმში. ანუ მაინტერესებს რამდენად მიმზიდველია „ბიოგრაფი ლივინგისთვის თბილისს მიღმა ტერიტორიები?
2025 წელს „ბიოგრაფი ლივინგი” გეგმავს 4 ახალი პროექტის დაწყებას თბილისის მასშტაბით.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე