თავისი ინოვაციური კონცეფციით და ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Barceló Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts, 2017 წლიდან „იელთი ჯგუფი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე სანდო და რეპუტაციული დეველოპერი საქართველოს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე.
2025 წლის იანვარში კომპანიამ ბათუმში ახალი კომპლექსი STATUS HOUSE წარადგინა, რომლის გაყიდვების პროცესიც უკვე წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა, მამუკა მახარაძემ განაცხადა, ინოვაციურობა და პროდუქტის დამატებითი ღირებულება, პირველ რიგში სწორედ STATUS HOUSE-ის შინაარსშია. ასევე დაანონსებულია, რომ კომპანია 2025 წლისთვის კიდევ 3 ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს თბილისსა და ბათუმში.
ბატონო მამუკა, გვიამბეთ „იელთი ჯგუფის“ ახალი პროექტის STATUS HOUSE-ის შესახებ, რამდენად მიმზიდველია ის საინვესტიციოდ?
STATUS HOUSE მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარში, ჩვენს „იელთი კვარტალში“, ალბათ ბულვარის ყველაზე სწრაფად განვითარებად ლოკაციაზე.
ახალი პროექტი არის ჩვენი ხედვის ლოგიკური გაგრძელება, მაგრამ ამასთანავე კონცეპტუალურად განსხვავებული პროდუქტი. მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის შესაბამისად, დაიდენტიფიცირებლ იქნა ყველაზე ეფექტიანი პროდუქტის შინაარსი ბათუმისთვის და ვიმოქმედეთ ამ შედეგების მიხედვით.
ხედვის შესაბამისად, ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს მათი ცხოვრებისათვის და ამასთანავე მაღალ-ეფექტიანი ინვესტიციის შესაძლებლობას - STATUS HOUSE-ში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ შევძელით ხარისხისა და ფასის იდეალური თანაფარდობის შექმნა აღნიშნულ პროექტში.- რით გამოირჩევა STATUS HOUSE სხვა პროექტებისგან ბათუმში და რა მიგაჩნიათ მის კონკურენტულ უპირატესობად?
„სტატუს ჰაუსი“ სრულად მორგებულია მუდმივი ცხოვრებისა და გრძელვადიანი გაქირავებისთვის საჭირო მოთხოვნებს. სტუდიო ტიპის ბინების ჭარბმა მიწოდებამ და ინვესტიციის ეფექტიანობის შემცირებამ, შექმნა თავისუფალი სივრცე განსხვავებული პროდუქტისათვის. სწორედ ამან მოგვცა საშუალება შეგვექმნა ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქტი. ცალკე საძინებლიანი ბინები, მიმდინარე პერიოდში და 5 წლამდე პერსპექტივით დარჩება ძირითად მოთხოვნად ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის, სტუდიო აპარტამენტების ეფექტიანობის შემცირების პარალელურად და ახალ პროექტზე ფასის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ვთვლით რომ STATUS HOUSE გამორჩეულად მომგებიანი პროექტი იქნება ინვესტორთათვის.
პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს მართვისა და მომსახურების ესტონური კომპანია IPM (International Property Management), რაც მაღალი კლასის სერვისებსა და საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურების გარანტიაა.
ინფრასტრუქტურა და სერვისებიც, მუდმივ ცხოვრებასა და გრძელვადიანი გაქირავების მოთხოვნებთან შესაბამისად დაიგეგმა. 24/7 რესეფშენისა და კონსიერჟის მომსახურება, თანამედროვე სპორტული და სარეკრეაციო სივრცეები, ჩოგბურთისა და ფრენბურთის მოედნები, ბავშვთა სათამაშო ზონები. უმნიშვნელოვანესი ფაქტია ისიც რომ, STATUS HOUSE-ის მესაკუთრეებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ „იელთი კვარტალის“ სხვა ბლოკებში არსებულ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე.
როგორია აპარტამენტების შეძენის პირობები და ასევე საინტერესოა 1 კვ/მ-ის ფართის ღირებულებაც?
მსურველებს მათ შესაძლებლობებზე მორგებულ, 40 თვემდე შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ, უნიკალური პირობა კი მოიცავს ბინის 0%-იანი წინასწარი შენატანით შეძენის შესაძლებლობას, ხოლო ფასი კვადრატულ მეტრზე $1,000-დან იწყება.
„იელთი ჯგუფმა“ 2017 წლიდან შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა, რა არის კომპანიის წარმატების მთავარი საფუძველი?
ჩვენი წარმატების საფუძველი მკაფიო და სტრატეგიული ხედვაა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“.
„იელთი კვარტალის“ სახით, ბათუმში და „ესპანური კვარტალის“ სახით თბილისში, რომლის კონცეფციაც ე.წ. ნოუ-ჰაუ-ს წარმოადგენს დედაქალაქისთვის, ვქმნით განსხვავებულ პროდუქტს, საშუალოზე მაღალი სეგმენტისთვის, თუმცა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი შეძენის პირობებით.
ჩვენი ბიზნეს ჯგუფის შთამბეჭდავი შედეგები ასევე გამომდინარეობს ჩვენი გაცხადებული მისიიდან. „იელთიში“ მტკიცედ გვჯერა რომ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება, ფასდაუდებელია საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტების შექმნისთვის.
ამიტომაც გვაკავშირებს გრძელვადიანი პარტნიორობა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Barceló Hotel Group, Wyndham Hotels & Resorts, River Rock Hotels & Resorts და IPM. ეს პროცესი ჩვენთვის სტრატეგიის ნაწილია და მუდმივ განვითარებას განიცდის.
წარმატებებს გისურვებთ. საინტერესოა როგორია „იელთი ჯგუფის“ უახლესი გეგმები?
2025 წლის მეორე ნახევრისთვის ბათუმში ორი ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, ხოლო ერთ პროექტს დავიწყებთ თბილისში, რაც ჩვენს პორტფოლიოს დამატებით 180,000 კვ/მ-ის პრემიუმ სივრცეს შემატებს. დაგეგმილი პროექტების ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი დოლარზე მეტია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი და კიდევ მეტად საინტერესო სიახლეებს წლის განმავლობაში გავაცნობთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებს.
უახლესი
10 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა11 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"