დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა

როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა

14-01-2025 18:00:00

ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ბუნებრივია საქპატენტში მომართვიანობაც იზრდება,  ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, უწყებაში აქტიურად შედის განაცხადები როგორც ადგილობრივი ბაზრიდან ასევე საუბარია საერთაშორისო განაცხადებზეც. 

„რამდენიმე ტიპის ინტელექტუალური საკუთრება არსებობს რომლის რეგისტრაციაც ხდება, მათ შორისაა სასაქონლო ნიშნები, არის გამოგონება, რომელზედაც შემდგომ გაიცემა პატენტი. ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ბუნებრივია მომართვიანობაც იზრდება. საქპატენტი უფრო და უფრო მეტი განცხადება შემოდის არამხოლოდ საქართველოდან, არამედ არის საერთაშორისო განაცხადები - ანუ ის საერთაშორისო ბიზნესი, რომელსაც სურს, რომ თავისი ინტელექტუალური საკუთრება, ეს იქნება სასაქონლო ნიშანი თუ მისი გამოგონება, იყოს დაცული. 

2024 წელს საქართველოში მოხდა ევროპული პატენტის ვალიდაცია, რომელიც იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მიმართულებით ევროინტეგრაციისთვის, რაც გულისხმობს, რომ ევროკავშირში დაცული, ბიზნესის წარმომადგენლებს და გამომგონებლებს, რომელთაც აქვთ კონკრეტული პატენტი, შეუძლიათ, რომ დაიცვან პირდაპირი განაცხადის საშუალებით. ევროკავშირის საპატენტო უწყებაში მიმართვით შეუძლიათ, რომ დაიცვან თავიანთი პატენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არამხოლოდ პატენტი. მათ შორის სასაქონლო ნიშნები, რომლის დაცვაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომელთა დაცვაც საქართველოში ხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორისთვის საქართველო არის საინტერესო და ჩვენთან იზრდება მომართვიანობა სასაქონლო ნიშნის დაცვაზე. ჩვენთან განაცხადები შემოდის მსხვილი ბიზნესიდან, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო საინტერესოა ბიზნესისთვის. ამას მკაფიოდ აჩვენებდა 2024 წელი და ვფიქრობ, უფრო მკაფიოდ აჩვენებს 2025 წელი. კიდევ ერთხელ მინდა გავისვა ხაზი, რომ სწორედ ეს არის ინტელექტუალის და ცოდნის ნაწილი და ბიზნესის სწორად ადმინისტრირების ნაწილი, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, საქართველოში რაც უფრო მეტი ინტელექტუალური საკუთრება შეიქმნება, რაც უფრო მეტი ცოდნაზე დაფუძნებული ბიზნესი შეიქმნება ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. რა არის ქვეყნის ბიუჯეტი ძირითად შემთხვევაში? ეს არის განვითარებული ბიზნესისგან გადახდილი გადასახადები, წარმატებული ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადები, რომელსაც შემდგომ სახელმწიფო სწორ ადმინისტრირებას უკეთებს: ხარჯავს სამართლიანად და ხარჯავს სტრატეგიულად, ავითარებს ინფრასტრუქტურას, მას ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება სოციალურად ეხმარება, დებს ინვესტიციას განათლებაში. იმისათვის, რომ შემდგომ აკრეფილი გადასახედებიდან კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ცოდნა და განათლება არის უპირველესი საზომი საძირკველი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებას“, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე.

გიორგაძე აცხადეს, რომ საქპატენტი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სტრუქტურებთან, რადგანაც განათლების როლი ინტელექტუალური საკუთრების შექმნაში წარმოუდგენლად დიდია.

განათლების სისტემასთან, უნივერსიტეტთან, სკოლასთან ჩვენი ურთიერთობა ბუნებრივია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს წარმოვადგენთ და განათლების როლი ინტელექტუალური საკუთრების შექმნაში წარმოუდგენლად დიდია. რაც უფრო მეტი გამოგონება იქნება ქვეყანაში და გაიცემა ქართული პატენტი და ამ ქართულ პატენტს უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი იყიდის ეს ნიშნავს უფრო მეტი ფულის შემოდინება ქვეყანაში. ანუ ჩვენ გვჭირდება მეტად განათლებული, უფრო მეტად ინოვაციების შემქმნელი თაობა, რომელიც შემდგომ ქართულ პროდუქტებს გაიტანს ბაზარზე.

სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ უნივერსიტეტებზე და ჩვენ ასევე ხშირად ვმუშაობთ სკოლასთან, ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველოს მომავალი იჭედება სასკოლო ოთახებში და აუდიტორიებში. ამიტომ ჩვენი ადგილი, სადაც უნდა ვიმუშაოთ ყოველთვის ვიცოდით, ვიცით და მომავალშიც ასე ვიმუშავებთ, ეს არის სკოლები და უნივერსიტეტები. ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ სკოლებთან და უნივერსიტეტებთან, მაგალითად ძალიან წარმატებული წელი იყო იმ კუთხით, რომ 2024 წელს საქპატენტის შუამდგომლობით თსუ-ს სტუდენტები წავიდნენ ესპანეთში, ალიკანტეში, რომლებიც იქ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ოფისში სტაჟირებას გაივლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კვალიფიკაცია ამ მიმართულებით იქნება ბევრად უკეთესი“, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

40 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები