დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"

2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"

14-01-2025 17:00:00

ქართული, უშაქრო, ნატურალური და უნიკალური ტკბილეულობისა და სნექის კომპანია Charozi • ჩაროზი, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს

სიახლეებს ვამატებთ - უფრო ჩირებზე ვაკთებთ აქცენტს. პირველ წლებში ჩვენს მომხმარებლებს თუ ტრადიციული პროდუქცია აინტერესებდათ და ფავორიტი თხილი, ნიგოზი იყო  დღესდღეობით უფრო ჩირებია მოთხოვნადი და სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი, რადგან გაყიდვების მიხედვით აღნიშნულზეა უფრო მეტად მოთხოვნა. სწორედ აქედან გამომდინარე, დავამატეთ პროდუქცია, რომელიც არ შეიცვას თხილეულს, არამედ აერთიანებს მეტ სხვადასხვა ჩირს. გარდა ამისა, მოთხოვნამ მოიმატაგლუტენ ფრიპროდუქციაზე - გასული წლის დინამიკა ასეთია“, - აცხადებს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი.

მომხმარებლების მხრიდან პროდუქციისადმი მოთხოვნა მზარდია .

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, სწორედ აქედან გამომდინარე ვცვლით გემოებსაც. გემოებს ვამატებთ და ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს“, - აღნიშნავს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი.

მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიას უწევს წარმოების ზრდა და მიმდინარე ეტაპზე ,,ჩაროზი" უპიტარესობას ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებას ანიჭებს. 

ბოლო წელმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნას ჩვენ  საერთოდ ვერ  ვაკმაყოფილებთამიტომ წელს ძალიან გლობალურად გვაქვს გეგმაში  წარმოების მოცულობის ზრდა, რადგან მოთხოვნაა მაღალი

ჩვენ შემოთავაზება გვქონდა გასულ წელს ექსპორტზე გასვლის. რაც გამოიწვევდა იმას, რომ ჩვენ საერთოდ უნდა გაგვეჩერებინა გაყიდვები შიდა ბაზარზე. გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა ბაზარს ვერ დავკარგავთვინაიდან ეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია საწარმოო მოცულობებზე რაზედაც წელს პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ “, - ელენა ჯიშიაშვილი.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები