დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 0.17%-ია

დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 0.17%-ია

14-01-2025 16:16:00

დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა. 
როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის წილი საბანკო სისტემაში მთლიანი დეპოზიტების 0.17%-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოს საფინანსო სისტემაზე მას მატერიალური გავლენა არ აქვს.

„რაც შეეხება დარეზერვებას, არანაირი საგამონაკლისო წესი რუბლზე და არც სხვა უცხოურ ვალუტაზე არ არსებობს. უცხოური ვალუტით დარეზერვების 25%-იანი ნორმა ვრცელდება ყველა უცხოურ ვალუტაზე.“, -  უთხრეს Business Insider Georgia-ს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე (მაგ. ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე, ნასესხებ სახსრებზე). მათი გაანგარიშება წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალების საშუალო მოზიდულ სახსრებზე.

„უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. ბანკები ვალდებულები არიან დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სარეზერვო ანგარიშზე იქონიონ სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც დაბლოკილია ამ პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებენ ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები