დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 სახელმწიფო ქონება, რომელიც 2024 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა

TOP 10 სახელმწიფო ქონება, რომელიც 2024 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა

14-01-2025 14:34:00

2024 წელს სახელმწიფოს მიერ გაყიდული ობიექტებიდან ყველაზე ძვირად თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა. აუქციონის გამარჯვებული კი „იონფაშ ჯორჯია“ გახდა, რომელმაც ლოტში საბოლოო ჯამში 34 220 000 ლარი უნდა გაიხადოს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს მერ 2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტებიდან TOP-5 თბილისში მდებარეობს. 

მაშ ასე, 2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტებიდან მეორე ადგილზეა ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რაშიც მყიდველმა, ანუ „დელუქს ფროფერთიმ“ აუქციონის პირობების მიხედვით განსაზღვრულ ვადაში 27 033 000 ლარი უნდა გადაიხადოს. 

მესამე ადგილზეა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე მიწის ნაკვეთები რომელიც შპს თ და კ რესტორნებმა 6 795 000 ლარად იყიდა. 

TOP-10 სახელმწიფო ქონება, რომელიც 2024 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა:

  • ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გასაყიდი ფასი: 34 220 000 ლარი - მყიდველი: შპს იონფაშ ჯორჯია.
  • ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N12  შენობა-ნაგებობები - გასაყიდი ფასი: 27 033 000 ლარი - მყიდველი: შპს დელუქს ფროფერთი.
  • ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე 215.18 კვ.მ; 49.60 კვ.მ; 116.65 კვ.მ; ასევე 197.33 კვ.მ ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - გასაყიდი ფასი: 6 795 000 ლარი - მყიდველი: შპს თ და კ რესტორნები.
  • ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 20327.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გასაყიდი ფასი: 6 576 000 ლარი - მყიდველი: შპს ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი.
  • ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები - გასაყიდი ფასი: 6 500 000 ლარი - მყიდველი: შპს  ტიბინი დეველოპმენტი.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 61175.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - გასაყიდი ფასი: 6 171 250 ლარი - მყიდველი: შპს ლისი ბაი მეტროპოლ.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 25274.00 კვ.მ; 26128.00 კვ.მ; 7625.00 კვ.მ; 595.00 კვ.მ; 71.00 კვ.მ; 2951.00 კვ.მ; 7751.00 კვ.მ; 2911.00 კვ.მ; 483.00 კვ.მ; 1411.00 კვ.მ; 5814.00 კვ.მ. და 7065.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - გასაყიდი ფასი: 6 020 000 - მყიდველი: ვერესთან 1.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 90000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გასაყიდი ფასი: 5 960 000 ლარი - მყიდველი: შპს ლერმონტ.
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე 24 ერთეული, 8152818.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გასაყიდი ფასი: 5 607 000 ლარი - მყიდველი: შპს ივრის ფერმები.
  • ქალაქ თბილისში, სოფელ დიდ ლილოში მდებარე 60151.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 5 465 000 ლარი - მყიდველი: შპს ლერმონტ.

 

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ  ჯამში  236 000 896 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა. 
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები