დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალური ხარჯები გენერაციულ AI-ზე 2027 წელს $140 მილიარდს გადააჭარბებს

გლობალური ხარჯები გენერაციულ AI-ზე 2027 წელს $140 მილიარდს გადააჭარბებს

18-10-2023 10:30:00

გლობალური კომპანიების ინვესტიციები გადაწყვეტილებებში, რომლებიც დაფუძნებულია გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე, 2027 წელს 143 მილიარდ დოლარს მიაღწევს, პროგნოზირებს კვლევითი ორგანიზაცია International Data Corporation (IDC).

2023 წელს ამ სფეროში დანახარჯები 16 მილიარდ დოლარს შეადგენს და ნავარაუდევია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიურად 73.3%-ით გაიზრდება - ორჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ზოგადად ხელოვნური ინტელექტის დანახარჯები და თითქმის 13-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე IT სფეროს დანახარჯები, - აღნიშნავენ IDC-ის ანალიტიკოსები.

"გენერაციული AI არ არის მოდა ან აჟიოტაჟი. ეს არის ტრანსფორმაციული ტექნოლოგია შორსმიმავალი შედეგებით და ბიზნესზე გავლენით", - წერს IDC-ის ვიცე-პრეზიდენტი რიტუ ჯიოტი. "როდესაც ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოიყენება, გენერაციულ AI-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას მთელი ინდუსტრიები და შეცვალოს თუ როგორ ვმუშაობთ, ვთამაშობთ და ვურთიერთობთ სამყაროსთან“.

IDC-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2027 წელს, გენერაციულ AI-ზე დანახარჯები მთლიანობაში ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების 28.1%-ს შეადგენს, 2023 წლის 9%-ის წინააღმდეგ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები