გლდანის VIII მიკრორაიონის N29 კორპუსთან კალათბურთის მოედანი მოეწყო გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამჯერად, კალათბურთის კიდევ ერთი მოედნის მოწყობის სამუშაოები VIII მიკრორაიონში N29 კორპუსთან დასრულდა, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 630 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ პროექტს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები