დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელი მზარდია - გოგიტა თოდრაძე

ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელი მზარდია - გოგიტა თოდრაძე

23-12-2024 12:03:00

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა და 14 395.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. 2023 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტი). 

 როგორც  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ენერგორესურსების მიმართულებით მოხმარება მზარდია, რაც ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ არის კორელაციაში. 

„თუ დავაკვირდებით სტრუქტურას მოხმარების მაჩვენებელი მზარდია. ეს განსაკუთრებით აისახება ნავთობპროდუქტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება. მოხმარებაში ლიდერ პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირი, დაახლოებით 40-42%-ია მასზე, შემდეგ მოდის ნავთობპროდუქტები დაახლოებით 30%-იანი წილით. ხოლო შემდეგაა ელექტროენერგია დაახლოებით 20-22%-იანი წილით. რაც შეეხება სექტორებს, ძალია საინტერესოა, რომ მოხმარების მიხედვით პირველ ადგილზე სტრუქტურაში წარმოდგენილია ტრანსპორტის სექტორი, მეორე ადგილზე შინამეურნეობების სექტორი, ხოლო შემდეგ მრეწველობა. ანუ ეს 3 სექტორი გახლავთ უდიდესი მომხმარებელი ენერგორესურსების. ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოსალოდნელია მოხმარების ზრდა. ეს პირდაპირ კორელაციაშია ერთმანეთთან, განსაკუთრებით როცა ტრანსპორტის და მრეწველობის სექტორზე ვსაუბრობთ. 

ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია, უმნიშვნელოდ 1%-ით თუმცა ზრდის ტენდენცია შეინიშნება. აქ განსაკუთრებით ჰიდრო ელექტრო სადგურების მიმართულებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. გარდა ამისა თბოელექტროსადგურებიც გაქვს ამ ამ შემთხვევაში გაქვს პოზიტიური ტენდენციები“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები