დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ვითარებაშია დღეს ბიზნესში და როგორია ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა ვითარებაშია დღეს ბიზნესში და როგორია ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

23-12-2024 11:00:00

ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესმა ცალსახად ჩააბარა ტესტი მდგრადობაზე, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„მინდა აღვნიშნო, რომ საინტერესო პერიოდია ბიზნესისთვის. ჩვენ წინა კვირაშიც ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ უფრო მეტი შეიძლება ითქვას. ერთი რაც ცალსახაა არს ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესმა ცალსახად ჩააბარა ტესტი მდგრადობაზე.

ის ზეწოლა, რომელიც ბიზნესზე ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა ჯერ კიდევ ხორციელდება. ძალიან მარტივად, ციფრებში აისახება, რომ აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. თავად განსაჯეთ დიაგნოზი, როდესაც სრულად მაქსიმალური ბულინგი მიდის ბიზნესის და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხებზე და ამ ბულინგის შედეგად ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების 0,5%-მდეც ვერ ადიხარ პოტენციურ, თეორიული ე.წ. მხარდაჭერებთან დაკავშირებით, გასაგებია ახლა ციფრობრივი მაჩვენებელი რაზე მეტყველებს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტი, აქ და ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად. მინიმუმ შემიძლია ვთქვა ზუსტი ციფრის გარეშე და ეს ციფრი აღემატება 2 ათეულს, კომპანიების ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სხვადასხვა პლატფორმაზე და ერთ-ერთ პლატფორმაზე მათ შორის, მზად არიან სასაუბროდ, ღიად, თუ რის ფასად მოხდა მათი რეგისტრაცია და რა ზეწოლა ხორციელდებოდა. კი ვხედავთ ვინც ახორციელებდა და რა ზეწოლა მიდის. ამის შესახებ ეტაპ-ეტაპ ვისაუბრებთ.

მათ შორის ველით 29 დეკემბერს, როცა გარკვეული ტიპის ულტიმატუმია წამოყენებული, ისევე როგორც ახალ წლამდე პერიოდს და აი რას იზამენ ის რეგისტრირებული კომპანიები თითოეულ ჩვენგანს გვაინტერესებს, როდესაც პირველად მოხდება გაჟღერება მოთხოვნების კონკრეტული კომპანიების მხრიდან და ეს მოთხოვნები თუ არ შესრულდა, რისი წინაპირობაც არ არსებობს, შემდგომი ნაბიჯი რა არის? ბუნებრივია კითხვები ბევრია ამ საკითხზე, თემა კარგადაა გასაშლელი. მთელი იანვარი გაქვს წინ და შემდგომი წელი ამ თემებზე ფართოდ სასაუბროდ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა ანალიტიკურ ნაწილში ასევე დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა.

„გადავიდეთ ანალიტიკურ ნაწილზე. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ ბოლო მონაცემებზე, რომელიც შეეხება საქართველოში ანაზღაურების ტენდენციას, ხელფასის მაჩვენებლებს სხვადასხვა სფეროების, სხვადასხვა დარგების მიხედვით. ასევე საინტერესოა მთლიანობაში ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო მონაცემებიდან გამომდინარე, როგორია ცხოვრების ღირებულების ინდექსი საქართველოში.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.

III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 234.0 ლარით (14.8%) გაიზარდა და 1 813.5 ლარი შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით);  მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით);  პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით). 

NUMBEO-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, რომელიც ასახავს ცხოვრების ღირებულებას. საქართველო ამ ინდექსში 81-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში მაღალი ადგილი ნიშნავს დაბალ ღირებულებას, შედარებით დაბალ ფასებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოზე ძვირია ცხოვრება სომხეთში, რომელიც 58-ე ადგილს უკავებს, თურქეთში, რომელიც 70-ე ადგილს იკავებს და კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა, რომელიც 80-ე ადგილს იკავებს. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ცხოვრების ინდექსი 7-დან 69-ე ადგილის დიაპაზონშია. 

საქართველოზე იაფია ცხოვრება აზერბაიჯანში - 87-ე ადგილი. გასათვალისწინებელია, რომ აქ ენერგომატარებლების ფასი მოქმედებს. ასევე რუსეთში - 89-ე ადგილი და უკრაინაში - 111-ე ადგილი. 

საქართველოს 81-ე ადგილი გამოითვლება, 100-ზე მეტი ქვეყნიდან და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო მაჩვენებელია და მნიშვნელოვანია, რომ მაღალ ანაზღაურებასთან და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ფასების სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები