არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ მედიას ირაკლი იაშვილმა ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა პრემიერთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.
„რომ გამოვალ ალბათ მერე ჯობს საუბარი ხომ უნდა გავიგო რაზეა საუბარი, დამპატიჟეს და მოვედი მაინტერესებს იმიტომ რომ 30 წელიწადია ესეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა და ჩვენც მათ შორის და ახლა მინდა რომ გავიგო მომავალში რა გველოდება - როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა - ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ?
ეს ნალოლიავები 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნები. არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.
გამოსავალი იმაშია, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს რაც იცის. პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი ვიყო. ჩემი მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ვუერთდები პეტიციას“,- განაცხადა იაშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“