სოკოვან დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება — ხშირ შემთხვევაში, სოკოვანი დაავადების მკურნალობა იმაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. თუ სხვადასხვა მიზეზით იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ, ამ ტიპის დაავადებები თქვენთვის დიდ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს.
სტანდარტული ბაქტერიული ინფექციებისგან განსხვავებით, სოკოვან დაავადებებს ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიმართ თავდაცვითი მექანიზმი აქვთ და ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტებისა და ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ.
ჩამოთვლილი მიზეზების “დამსახურებით”, სოკოვანი დაავადებების მკურნალობის ეფექტიანი საშუალება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია — საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა მრავალ ასეთ საშუალებას გვთავაზობს, რომელთა შორისაც ფლუკონაზოლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომლის გამოც არჩევანი ფლუკონაზოლზე უნდა შეაჩეროთ.
მკურნალობის ფართო სპექტრი
პირველ მნიშვნელოვან მახასიათებელს შესავალში უკვე გაკვრით შევეხეთ — ფლუკონაზოლი მომხმარებელს მკურნალობის ფართო სპექტრსა და ხელსაყრელ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს სთავაზობს.
როგორც წესი, ფლუკონაზოლი ინიშნება ტვინის სოკოვანი ინფექცია კრიპტოკოკური მენინგიტის, სოკო კანდიდას (Candida) მიერ გამოწვეული ინფექციების, გენიტალიური კანდიდოზის, კანდიდოზური სტომატიტის, კოკციდიომიკოზისა და კანის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ.
მარტივი გამოყოფა
ფლუკონაზოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ ის სხეულში დიდი ხნით არ რჩება. პირის ღრუს საშუალებით პრეპარატი მიღებისას კარგად შეიწოვება. ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა შესწავლილ სითხეში. პრეპარატის დონე ნერწყვსა და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის პროპორციულია.
სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მიახლოებით 30 საათს შეადგენს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. ასევე, შეყვანილი დოზის 80% შარდში უცვლელი სახით ვლინდება. სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი იძლევა საშუალებას, პრეპარატის ერთჯერადად იქნეს გამოყენებული ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, ხოლო სხვა ჩვენებების შემთხვევაში, კვირაში ერთხელაც კი.
ხშირად ჩნდება კითხვები რეპროდუქციულ უნარებზე ფლუკონაზოლის გავლენის შესახებ – პრეპარატის გამოყენება სადღეღამისო დოზით 50 მგ 28 დღის განმავლობაში არ ახდენს გავლენას ტესტოსტერონის დონეზე სისხლის პლაზმაში მამაკაცებში ან ენდოგენური სტეროიდების დონეზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
ცხოვრების წესის უცვლელობა
ფლუკონაზოლს სხვა არაერთი ძლიერმოქმედი საშუალებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მისი მოხმარების პარალელურად, ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება არ გიწევთ. მაგალითად, პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე, არ იწვევს თავბრუსხვევასა და სხვა ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც კოორდინაციაზე უარყოფითად მოქმედებენ. თუ ასეთი შეგრძნებები მაინც დაგეუფლებათ (რისი ალბათობაც ძალიან დაბალია), უბრალოდ, თავი შეიკავეთ იმ მომენტში ავტომობილის მართვისგან.
ასევე, ფლუკონაზოლი არ ითხოვს თქვენგან კვებითი ჩვევების ცვლილებას, განსაკუთრებულ დიეტას ან განსაკუთრებულ შეზღუდვას, მაგალითად, ალკოჰოლზე — დამეთანხმებით, ხშირად მკურნალობის პროცესში ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ზედმეტად მაინც ნუ გათამამდებით, ალკოჰოლმა და ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანიც მიაყენოს.
საბოლოოდ, მიუხედავად ჩამოთვლილი უპირატესობებისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ფლუკონაზოლი საკმაოდ ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, თვითმკურნალობა დაუშვებელია — აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ამ პრეპარატით მკურნალობას დაიწყებთ, ჩვენ კი, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დაგაიმედოთ და გითხრათ, რომ ფლუკონაზოლის დამსახურებით, სოკოვანი დაავადებები მალე აღარც გაგახსენდებათ!
უახლესი
57 წუთის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“