დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

30-06-2023 17:44:09

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა. ინფორმაცია Business Insider Georgia-ს საპენსიო სააგენტოში დაუდასტურეს. 

მანამდე მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა. 

„ამ ეტაპზე, მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“, - წერს დანელია სოციალურ ქსელში. 

გიორგი დანელია  „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე  2020 წლის 15 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის „საპარტნიორო ფონდში“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 

2008 წელს გიორგი დანელიამ, კარიერა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ დაიწყო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

2009 წელს მუშაობა გააგრძელა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ში რეპორტინგის ოფიცრად.

2011-2013 წლებში იგი დაინიშნა სს „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო ოფიცრად.

2013-2014 წლებში იყო უფროსი საინვესტიციო ოფიცერი „საპარტნიორო ფონდში“.

2014-2017 წლებში გიორგი დანელია „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ხოლო 2017-2018 საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2018-2020 წლებში „საპარტნიორო ფონდში“ გიორგი დანელიამ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

2017-2020 წლებში გიორგი დანელია ასევე იყო საინვესტიციო ფონდის „Gazelle Finance“ მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2017 წლიდან გიორგი დანელია ჩართულია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში: იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. გიორგი ასევე არის CFA პროგრამის მონაწილე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები