დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა

Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა

16-08-2024 12:10:00

2024 წლის პირველ ნახევარში Geely Auto Group-მა, ჯამში, 955 730 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაცგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. კომპანიას რეკორდული შედეგები აქვს საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებითაც. Geely International-ის მაჩვენებელმა 197,428 გაყიდულ ავტომობილს მიაღწია, რაც 67%-იან ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემებით კომპანია წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Geely- უკვე შეძლო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება არაერთ ქვეყანაში. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 14 ქვეყანაში გაყიდული ავტომობილებით კომპანია პირველ სამეულშია. მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ფილიპინებში.

ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Coolray, რომელიც თავისი განსაკუთრებული წარმადობითა და დინამიკური დიზაინითაა ცნობილი, საერთაშორისო ბაზარზე საუკეთესო არჩევანი გახდა B-სეგმენტის SUV-ებს შორის. 2024 წლის პირველ ნახევარში Coolray ჩინური ბრენდების სამეულში მოხვდა გაყიდვების მაჩვენებლებით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ყაზახეთში, ქუვეითში, კატარსა და პანამაში.

Geely- კონცეპტუალურმა მოდელმა Monjaro- კი მორიგი რეკორდი დაამყარა. ჩინურ ავტომობილებს შორისის გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროები და კატარი. გაყიდვების თვალსაზრისით მოწინავე ადგილზეა ახალი თაობის მოდელი Emgrand. ის პირველია ყაზახეთში, კატარსა და საუდის არაბეთში. გარდა ამისა, Okavango, რომლის დებიუტიც სულ ახლახან, მაისში, შედგა ყაზახეთში, მომენტალურად იქცა გაყიდვების ჰიტად დათავის სეგმენტში ტოპ სამეულშიც შევიდა.

ღნიშნული შედეგებითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო მიმართულებით განვითარება Geely-პრიორიტეტად რჩება. 2024 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ გლობალური წარმომადგენლობა 120-ზემეტი ახალი გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრის დამატებით გაზარდა. კომპანია ამჟამად 650-ზე მეტგაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს ფლობს 76 ქვეყანასა და რეგიონში, აძლიერებს კავშირებს საერთაშორისო მომხმარებლებთან.

დღემდე Geely- სამი წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ბრენდი მუდმივად აფართოებს თავის საქმიანობას ხუთ ძირითად რეგიონში (ევროპა, აფრიკა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია-წყნარიოკეანის რეგიონი). კომპანია ამჟამად მუშაობს ისეთ ბაზრებზე განვითარებისთვის, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდონეზია და ვიეტნამი.

კომპანიის წარმომადგენელთა პროგნოზით, 2024 წლის მეორე ნახევარი გლობალურ ბაზრებზე Geely- განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება. ექსპორტის წლიური მოცულობის ზრდას 330 000-დან 380 000 ერთეულამდე ვარაუდობენ. Geely Auto International გააგრძელებს ფოკუსირებას ბაზრის სეგმენტაციაზე, პროდუქციის ინოვაციებზე, ბრენდის გაახალგაზრდავებასა და გლობალურიმიწოდების ჯაჭვების გაფართოებაზე.

ქართულ ბაზარზე Geely Auto- თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო წარმოადგენს. 2023 წლიდან კომპანია ქართველმომხმარებელს, Geely- ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა დასაგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

--

Geely Auto Group არის ავტომობილების წამყვანი მწარმოებელი, რომელიც ჩინეთშიმდებარეობს. ის 1997 წელს დაარსდა, როგორც Zhejiang Geely Holding Group (ZGH)-ისშვილობილი კომპანია. ჯგუფი მართავს რამდენიმე წამყვან ბრენდს, მათ შორის Geely Auto, Lynk & Co და Zeekr. Geely Auto Group ასევე არის მალაიზიის ეროვნულიავტომწარმოებლის PROTON-ის გლობალური სტრატეგიული პარტნიორი. ჯგუფშიდასაქმებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, მართავს 12 ქარხანას და ხუთ გლობალურსამეცნიერო-კვლევით, ასევე განვითარების ცენტრს. Geely Auto Group-ის ქვეშ მყოფმაბრენდებმა 2023 წელს 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდეს, ხოლო ახალიენერგოავტომანქანების გაყიდვების მოცულობა - 48.3%-ით, ექსპორტი კი 38%-ითგაიზარდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები