ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას 2024 წელსაც შეუფერხებლად განაგრძობდა. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის მსგავსად, საბანკო სექტორის კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობისა და სესხების ხარისხის მაჩვენებლებმა 2024 წელსაც განაგრძო გაუმჯობესება. შემცირდა ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია და გაცვლითი კურსის მერყეობა, რაც ფინანსური სტრესის ინდექსის დამატებით შემცირებაში აისახა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა რისკების გასამკლავებლად მზად არის. ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობა კვლავ ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი ეტაპობრივად იხურება და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომი კურიზრდის თანაზომიერი იქნება.
უახლესი
54 წუთის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს1 საათის წინ
„შინაო“ ჰორეკა სექტორს ახალ პროდუქტს შესთავაზებს