დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფეი უნიქარდი" დააჯარიმა

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფეი უნიქარდი" დააჯარიმა

16-01-2025 12:22:00

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფეი უნიქარდი" დააჯარიმა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ფეი უნიქარდი“-ს დაჯარიმება 39,500 ლარის ოდენობით, კერძოდ:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;

10 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;

1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;

1 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები