ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) წელს მეოთხედ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 3%-მდე.
ეს არის ბანკებისთვის ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთი და ასევე არის ECB-ის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის რეგულირებისთვის.
ამ ნაბიჯს ბაზარი ელოდა და 2025 წელს მოსალოდნელია განაკვეთების შემდგომი შემცირება.
„დეზინფლაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში, რომელიც თან ახლავს გადაწყვეტილებას.
განაკვეთის შემცირებამ უნდა წაახალისოს ეკონომიური ზრდა ევროზონის 20 ქვეყანაში, სადაც პროცესი პანდემიის შემდეგ შენელდა. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ შესაძლოა, იმპორტზე ახალი ტარიფები შემოიღოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შემცირება 2024 წლის ივნისში, რათა სტიმული მიეცა ევროზონის ჩამორჩენილი ეკონომიკისთვის, რადგან განაკვეთების შემცირება ხელს უწყობს სესხების აღებას, დამატებით ხარჯებს და ინვესტიციებს.
უახლესი
5 საათის წინ
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს11 საათის წინ
აშშ-ში გაზის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია12 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ს ელჩი ესტუმრა