დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი აშენდება

ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი აშენდება

13-12-2024 19:00:00

ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ წყალქვეშა საგზაო გვირაბს აშენებს. Daily Telegraph-ის ცნობით, გვირაბის სიგრძე, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე გაივლის, 26,5 კმ-ია.

ბოკნაფიორდის ესტაკადა დააკავშირებს რანდბერგისა და ბუკნის რაიონებს, რომლებსაც ამჟამად ბორანი ემსახურება და E39 სანაპირო გზატკეცილზე (ცენტრალურ ნორვეგიაში, სამხრეთით კრისტიანსანდან ტრონდჰეიმამდე) მგზავრობის დროს 11 საათით შეამცირებს. ამჟამად ასეთ მოგზაურობაში მძღოლები 21 საათს ხარჯავენ.

ოთხზოლიანი გვირაბის გავლას, რომელიც დაახლოებით 38 დოლარი ეღირება, 35 წუთი დასჭირდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ესტაკადის ექსპლუატაციაში გაშვება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სკანდინავიის ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე სატვირთო მიმოსვლის ზრდას. 

ბოკნაფიორდის მშენებლობა არის მეგაპროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მთელი E39 მაგისტრალის განახლებას, რომელიც, სავარაუდოდ, 45,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. იგი მოიცავს მცურავი წყალქვეშა გვირაბების მშენებლობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები