საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,,ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო".
უახლესი
6 საათის წინ
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს12 საათის წინ
აშშ-ში გაზის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია12 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ს ელჩი ესტუმრა