დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წარმატებით მართავს არსებულ რისკებს - დუგლას ლაქსტონი

ეროვნული ბანკი სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წარმატებით მართავს არსებულ რისკებს - დუგლას ლაქსტონი

13-12-2024 18:03:00

"ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომით ხელმძღვანელობს, რის შედეგადაც ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი  ეფექტურად მართავს  არსებულ რისკებს", - განაცხადა მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტმა დუგლას ლაქსტონმა, სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები".

ლაქსტონმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, რომელსაც დოლარიზაციის ისტორია აქვს, ინფლაციის მართვისას ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით იფრთხილოს, რომ ინფლაციური მოლოდინები არ გაიზარდოს.

„ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა, საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია", - აღნიშნა დუგლას ლაქსტონმა. 

შეგახსენებთ, რომ  უკვე ზედიზედ 20 თვეა, საქართველოში მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების ანალიზი იყო. ღონისძიებაში ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები