დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთიდან შუა დერეფანში, რომელიც საქართველოზეც გადის, წელს 306-ე საკონტეინერო მატარებელი დაიძრა

ჩინეთიდან შუა დერეფანში, რომელიც საქართველოზეც გადის, წელს 306-ე საკონტეინერო მატარებელი დაიძრა

13-12-2024 18:00:00

ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ 2024 წელს უკვე 306-ე საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა.

ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა.

მისი თქმით, შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო მიმოსვლა გასულ წელთან შედარებით წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

რუსტამოვმა გაიხსენა ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელთა შეხვედრა გასულ კვირას საქართველოში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ დერეფნის შემდგომი განვითარების ნაბიჯები, მათ შორის შარშან შექმნილი ერთობლივი საწარმოს გააქტიურება. მომავალ წელს უკვე დაგეგმილია საკონტეინერო მატარებლების რაოდენობის გაზრდა ჩინეთიდან 1000-მდე“, - დასძინა რუსტამოვმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები