ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ენერგეტიკული კრიზისია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაწესებულ ელექტროენერგიის გრაფიკთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოკუპირებული აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გვაქვს ასეთი ტენდენცია: იცით, რომ ენგურჰესის გამომუშავება ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად ძალიან მინიმუმამდე ეცემა, გამომდინარე იქიდან, რომ რეზერვუარის შევსება გაზაფხულიდან იწყება, თოვლის ინტენსიური დნობის დროს, უხვი ნალექებიდან გამომდინარე და შემოდგომიდან, გვიანი შემოდგომიდან ამ რეზერვუარის დაცლა ხდება. აქედან გამომდინარე ენგურჰესის ენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აღარ მიეწოდება. ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს რუსეთის ფედერაციიდან, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რუსული ელექტროენერგიის ფასი ძვირია, მათ შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იაფიანი დენი შემოიტანონ ღამის საათებში აქედან გამომდინარე სერიოზული შეზღუდვები და გრაფიკები აქვთ. ელექტროენერგიის მიწოდება 1-2 საათის განმავლობაში ხდება. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ენერგეტიკული კრიზისია“, - აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ელექტროსადგურის მუშაობა “იძულებით შეაჩერეს”. ამის შესახებ განცხადებას “ჩერნომორენერგო” ავრცელებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს მართავს.
განცხადების თანახმად, “ენგურჰესის” მუშაობის იძულებით შეჩერება “კავშირშია წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონესთან და წყლის არასაკმარის შემოდინებასთან”.
კომპანიის თანახმად, ელექტრომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მიწოდების ახალ გრაფიკზე მუშაობენ.
უახლესი
6 საათის წინ
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს12 საათის წინ
აშშ-ში გაზის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია12 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia-ს აშშ-ს ელჩი ესტუმრა